ძალა გამოცლილს არაფერი არ შემიძლია, ახლა ლექსების წერის მეტი რა შემიძლია. რით დავეხმარო ხალხს, რომელიც ჩუმად მიყურებს და აივანზე წამომჯდარი ყავას მიდუღებს?.. რით ვუთანაგრძნო ხალხს, რომელსაც რჩევა ჭირდება, რით დავეხმარო ადამიანს?- ძალა არ მყოფნის და რატომღაც ძალა გამოცლილს, ამ ქვეყანაზე არაფერი არ შემიძლია!
ის სიყვარული მოკვდა დამტავრდა,ის გრძნობაც გაქრა უწინ რომ იყო,გაქრა წავიდა,სიბნელეს გაჰყვა,ჩემს გულს მოშორდა დამთავრდა მართლაც,ის სიყვარული ჩემში რომ იყო,ასე რომ მღრღნიდა ყოველთვის,ახლა წავიდა,მარტო დამტოვა,ბედის ამარა დავეხეტები!
ალბათ ყველა გაგაგიჟეთ,შეგაჩვიეთ ბინძურ სტროფებს, არ გეგონოთ ლექსის წერა სიბერეშიც დავაპირო ვინ გამიგებს რომ მომავალს მხოლოდ წლების ცვეთა მოსდევს და დღეს უკვე მე გულს მირევს ოცნებების სანაპირო.
ალბათ ყველა შეგაშფოთეთ,მოგონებებს ზღუდავს სივრცე ირგვლივ მხოლოდ დარდები და მწუხარება მახვევია, დროის მძიმე ჟამთასვლაში მინდა მუზის ხოტბად ვიქცე მონატრების იმ ფურცლიდან ახლა მხოლოდ ნახევია.
ჩემი თხოვნა იქნება შეხვიდეთ სრულიადში და ჩემთან იმოგზაუროთ ბავშობაშის ასაკში. შეიძლება რაგაც უაზრო ნიუსი გამომივიდეს მაგრამ მე ცოტათი მაინც გამახსენა ბავშობის წლები , ის პერიოდი რომ ბაღში დავდიოდი , სრულიად თავისუფალი, ბავში რომელიც ჯერ კიდევ ვარდისფერ სამყაროში ვიყავი და წლებმა ისე სწარაფად გაირბინა რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი..... არა დიდ ეხლაც არ ვარ მაგრამ სად ბაღის დროინდელი ასაკი სად ეხლა...